×


































ის თავ ები

ისწავლე ყურანის კითხვა

მოგესალმებით ყურანის შემსწავლელ პლატფორმაზე. ეს არის ადგილი, სადაც შეძლებ შეისწავლო ყურანის სწორად წაკითხვა. ჩვენ გვწამს, რომ ყურანი არ არის მხოლოდ წიგნი, არამედ გვწამს, რომ ის არის მარადიული სახელმძღვანელო ჭეშმარიტ გზაზე, რომელიც ანათებს ცხოვრების გზებს. შეისწავლე ყურანი და ის გაგინათებს გულს და გონებას, შეგასწავლის ღმერთის სიყვარულს და მორჩილებას, გასწავლის სამართლიანობას და საუკეთესო ზნეობას.

შეისწავლე ყურანი რამადანის დადგომამდე, და წაიკითხე რამადანის თვეში. შეეცადე 30 დღეში დაასრულო სრულად წაკითხვა.

იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველაზე გულუხვი ხალხთა შორის, და მან მიაღწია გულუხვობის მწვერვალს რამადანის თვეში როდესაც ჯიბრილს შეხვდა. ჯიბრილი ხვდებოდა მას რამადანის ყოველ ღამეს და ასწავლიდა ყურანს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველაზე გულუხვი ადამიანი, იმაზე კიდევ უფრო გულუხვი, ვიდრე ძლიერი, უკონტროლო ქარი. (ბუხარი 6)

ეს ჰადისი გვიჩვენებს, რომ რამადანში ყურანის წაკითხვა არის საუკეთესო ღვთისმსახურება.
(ფათჰულ ბარი, ჰადისი 6)



'ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვინც ყურანს სწავლობს და სხვასაც ასწავლის. (ბუხარი 5027)';






შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში